შოტლანდიის ჩრდილოეთ სანაპიროს მახლობლად მდებარე კუნძულზე, ზღვამ ვეშაპები გამორიყა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 65 ვეშაპი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ადგილობრივი ვეტერინარების ცნობით, 77 გამორიყული ვეშაპიდან, მხოლოდ 12-ის გადარჩენა მოხერხდა.
როგორც სამაშველო-საქველმოქმედო ორგანიზაციაში განმარტეს, ვეშაპებს ეტყობოდათ, რომ ისინი უკვე რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ ხმელეთზე.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში, ეს ბრიტანეთში ვეშაპების ხმელეთზე გამორიყვის ყველაზე მასიური შემთხვევაა.