ევროკომისია: ევროკავშირის არცერთ ქვეყანას თავისი სტრატეგიული ნავთობის რეზერვები ჯერ არ გამოუყენებია

ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის გამო, ევროკავშირის არცერთ ქვეყანას თავისი სტრატეგიული ნავთობის რეზერვები არ გამოუყენებია,- ინფორმაციას ევროკომისიის პრესსპიკერი, ანა-კაისა იტკონენი ავრცელებს.

„ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს აქვს ნავთობის მარაგი ან მისი ექვივალენტი, რომელიც საკმარისია 85-90 დღის განმავლობაში. ეს მოიცავს უნგრეთსა და სლოვაკეთს, რომლებმაც განაცხადეს, რომ თავიანთი მარაგების ნაწილი გამოუშვეს, თუმცა ეს არ არის დაკავშირებული ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტთან. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, ამ მარაგების გამოშვების შესახებ ევროკომისიას აცნობონ. ჩვენი ინფორმაციით, არცერთ წევრ სახელმწიფოს ეს ჯერ არ გაუკეთებია“, – განაცხადა იტკონენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები