„ემუს დიდი ომი“ – შეიარაღებული ჯარისკაცები ფრინველების წინააღმდეგ
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ბევრი ყოფილი ავსტრალიელი სამხედრო პირი, რამდენიმე ბრიტანელ ვეტერანთან ერთად, დასავლეთ ავსტრალიაში ფერმერობით დაკავდა. 1929 წელს, დიდი დეპრესიის დაწყებისთანავე, ავსტრალიის მთავრობამ ფერმერებს ხორბლის მოსავლის გაზრდის მიზნით, დახმარების პირობა დაუდო, თუმცა, მთავრობას დაპირებული სუბსიდია არ გაუცია. მიუხედავად რეკომენდაციებისა და დაპირებული სუბსიდიებისა, ხორბლის ფასები კვლავ ეცემოდა. 1932 წლის ოქტომბრისთვის სიტუაცია უფრო მწვავე გახდა: ფერმერები სეზონის მოსავლის ასაღებად ემზადებოდნენ და იმავდროულად, ხორბლის დატვირთვაზე უარის თქმით იმუქრებოდნენ.
მათ წინაშე მდგარი სირთულეები კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც ამ ტერიტორიებზე 20 000 ემუ ჩამოვიდა. ემუ სეზონურად, რეგულარულად მიგრირებს კონტინენტის შიდა რეგიონებიდან სანაპირო რეგიონებში. დასავლელი ავსტრალიელი ფერმერების მიერ სუფთა მიწისა და დამატებით წყლის მიწოდების შედეგად, ემუსთვის დამუშავებული მიწები საცხოვრებლად საუკეთესო გარემო გამოდგა, შედეგად, მათ დაიწყეს ფერმის ტერიტორიაზე ჩასახლება, კერძოდ კი, ქალაქ ჩენდლერისა და უალგულანის გარშემო. ემუ მოსავლის მოხმარების გარდა, მას აფუჭებდა, ასევე მნიშვნელოვნად აზიანებდა ღობეებს, საიდანაც შესაძლებელი ხდებოდა კურდღლების შემოსევა, რაც დამატებით პრობლემებს იწვევდა.
ჰოდა, 1932 წლის ბოლოს ველური ბუნების წინააღმდეგ წარუმატებელი სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ოპერაციის მიზანი საზოგადოებრივი შეშფოთების შემცირება გახლდათ, რომელიც კამპიონში, დასავლეთ ავსტრალიაში ემუს რაოდენობის ზრდით იყო გამოწვეული. ემუს პოპულაციის შემცირების წარუმატებელ მცდელობას, რომელიც ავსტრალიის მკვიდრი მსხვილი ფრინველია, იარაღით აღჭურვილი ჯარისკაცები ცდილობდნენ. შედეგად, მედიაში ამ ოპერაციას „ემუს ომი“ ეწოდა. მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციის შედეგად გარკვეული რაოდენობის ფრინველი დაიღუპა, ემუს პოპულაცია შენარჩუნდა და ავსტრალიელი ფერმერების მოსავლის განადგურება განაგრძო.