გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვახვრელთან, სარკინიგზო ლიანდაგზე მოძრავი ლოკომოტივი 35 წლის მამაკაცს დაეჯახა – ის შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
გავრცელებული ცნობით, მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.