გიორგი ბურჯანაძე: საქართველოს ბაზარზე უხარისხო შაქარი იყიდება

„ანტიკორუფციული კავშირის“ ხელმძღვანელი გიორგი ბურჯანაძე აცხადებს, რომ საქართველოს ბაზარზე უხარისხო შაქარი იყიდება. როგორც ბურჯანაძე გაზეთ „ალიასთან“ საუბრისას აღნიშნავს, ბაზარზე არსებულ შაქარს სიტკბო აკლია და სხვადასხვა მინარევს შეიცავს.
„დავიწყოთ იმით, რომ შაქარი, რომელიც საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზეა, ძირითადად, უხარისხოა. ექსპერტები გვეუბნებიან, რომ დღეს მოხმარებული შაქრის შემადგენლობა გარკვეულწილად სხვაა. კარგად ვიცით, ჭიქაში რომ ადრე სამ კოვზ შაქარს ვყრიდით, დღეს შეიძლება, ხუთი კოვზი არ ეყოს იმ ჭიქას. ავიღოთ შაქრის ფხვნილი, რომელსაც დავიყრით მშრალ ხელის გულზე და ხუთი, ათი წამის შემდეგ ეს მასა გადავყაროთ. ვნახავთ, რომ ხელზე დაგვრჩება თეთრი ფხვნილის მასა, რომელიც მინარევს წარმოადგენს. არსებული მინარევი პროცენტულად არის დაახლოებით შაქრის 15-20%-ი. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ესაა კირის ბიომასა. ესაა სწორედ ის მიზეზი, რის გამოც მომხმარებელი ამბობს, სიტკბო აკლია შაქრის ფხვნილსო. აქ კიდევ ერთი მომენტია: ამ ბიომასის შერევის პროცესი ხდება ნესტიან პირობებში. საწყობში, სადაც სარეალიზაციოდ გამზადებული შაქარი დევს, იქ აუცილებლად ნესტი უნდა იყოს, სინესტის დროს ხდება შაქრის მიერ სინესტის შთანთქმა და კირის მასა უპრობლემოდ ერევა ფხვნილს. გარდა ამისა, კიდევ ერთ მაგალითს მოგიყვანთ: ვისაც საყოფაცხოვრებო პირობებში შაქარი შენახული აქვს მინის ჭურჭელში, ხშირად უწევთ ამ ჭურჭლის გარეცხვა, რადგანაც ჭურჭლის გვერდებს უჩნდება ნადები, თქვენ შეგიმჩნევიათ ეს მინის ჭურჭელზე? რამდენიმე წლის წინათ, შაქარს ეს თვისება არ ჰქონდა. ანუ, თუ შაქარი სუფთა კრისტალია და თუ მას არანაირი მინარევი არ აქვს, მინის ჭურჭელი გასარეცხი არ უნდა გახდეს“, – განუცხადა ბურჯანაძემ „ალიას“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები