“ჯანსაღი ამბიცია გაგვაჩნია, რომ კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეთ კვლავაც ხელისუფლებაში” – მათიკაშვილი

“ჯანსაღი ამბიცია გაგვაჩნია, რომ კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეთ კვლავაც ხელისუფლებაში და საზოგადოების მხარდაჭერა იმ მასშტაბით მივიღოთ, რასაც რეალურად ვიმსახურებთ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, დავით მათიკაშვილმა “დღის ქრონიკაში” სტუმრობისას ისაუბრა.

„ჩვენთვის ოპტიმიზმის საფუძველი არის საზოგადოების ნდობა, ის მანდატი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლიდან დღემდე მოიპოვა საზოგადოებისგან და რომელსაც აუცილებლად მოიპოვებს კვლავ.  ჩვენ, გვაქვს რა ჩვენი შესაბამისი კვლევები და გათვლები, ჩვენ ვხედავთ მხარდაჭერას, ჩვენ ვნახეთ 17 მაისი და გამოსული სრულიად საქართველო სწორედ იმ პოლიტიკისა და იმ ღირებულებების მხარდასაჭერად, რასაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს”, – აღნიშნა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები