იერუსალიმში ანტისამთავრობო დემონსტრაცია მიმდინარეობს

იერუსალიმში, ქნესეთის წინ ანტისამთავრობო დემონსტრაცია მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, აქციის მონაწილეები ტყვეების გაცვლის შესახებ მოლაპარაკებების გაგრძელებას ითხოვენ.

ისრაელელი ტყვეების ნათესავებს პროტესტის ნიშნად საკანონმდებლო ორგანოსთან მისასვლელი გზა აქვთ გადაკეტილი და რკინის საკნებიდან ტერორისტული დაჯგუფება “ჰამასის” მძევლების დღიურებს კითხულობენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი მოთხოვნით აქციები ისრაელის სხვადასხვა ქალაქში ყოველდღიურად იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები