“ჩვენმა მეგობრებმა ევროპასა და აშშ-ში საქართველო უნდა აღიარონ, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა” – მათიკაშვილი

“ჩვენმა მეგობრებმა, როგორც ევროპაში, ასევე შეერთებულ შტატებში, საქართველო უნდა აღიარონ, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა “დღის ქრონიკაში” სტუმრობისას განაცხადა.

“მათ უნდა მიიღონ მოცემულობად, რომ ქვეყანას აქვს სრული უფლება, შემოდინებული თანხების წარმომავლობა, ხარჯვის დანიშნულება და მიზნობრიობა გაასაჯაროებინოს ენჯეო სექტორს.

ეს არის ის სუვერენიტეტი, რომელსაც იცავს საფრანგეთი, შეერთებული შტატები, გერმანია; ასევე საქართველოს აქვს უფლება, დაიცვას ის. აქ არის ურთიერთპატივისცემის, ღირსეული ევროპელობის ფორმულა, რომელიც არ შეიძლება, იყოს სხვანაირი”, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები