ბრიუსელში ქარიშხლის შედეგად 2 თვის ჩვილი დაიღუპა

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ქარიშხლის შედეგად 2 თვის ჩვილი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, ჩვილს ქარისგან მოგლეჯილი ხის ტოტი მაშინ მოხვდა, როდესაც დედასთან ერთად სკვერში იმყოფებოდა.

შემთხვევის ადგილიდან ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა მიღებული ტრავმების გამო ვერ მოხერხდა.

ცნობისთვის, შტორმი ბელგიის რამდენიმე რეგიონს ერთდროულად დაატყდა თავს, მათგან ყველაზე დიდი ზიანი დედაქალაქს მიადგა. შტორმის შედეგად მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია სახლები, დატბორილია საავტომობილო გზები და გვირაბები.

აღსანიშნავია, რომ შტორმს წვიმა, სეტყვა და ძლიერი ქარი მოჰყვა, რიოს შედეგადაც შეზღუდულია ტრანსპორტის გადაადგილება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები