“ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოში ჩატარდება ნებისმიერი ზეგავლენისაგან თავისუფალი, ღია და სამართლიანი არჩევნები” – თომას ჰაკერი
ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოში ჩატარდება ნებისმიერი ზეგავლენისაგან თავისუფალი ღია და სამართლიანი არჩევნები, საქართველოს ხალხს ექნება საშუალება, დააფიქსიროს თავისი ნება და გააკეთოს თავისი არჩევანი, – ამის შესახებ ბუნდესტაგის დეპუტატმა, თომას ჰაკერმა განაცხადა.
მისივე თქმით, განსხვავებების მიუხედავად, უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ხალხისთვის იქნება საუკეთესო.
“შეიძლება, გვქონდეს განსხვავებები, მაგრამ ჩვენ მაინც უნდა ვიმსჯელოთ და მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც საუკეთესოა ხალხისთვის, ზუსტად ამაში მდგომარეობს ევროპული მიდგომა. მეორე მხრივ, თუ საქართველოს მთავრობა აირჩევს ამ გზას, ჩვენ მოგიწევს რეაგირება და მოგვიწევს გადახედვა იმ დახმარებისა, რომელსაც ვუწევთ საქართველოს, მოგვიწევს გადახედვა ურთიერთობების და ბევრი რამის. ჩვენ გვინდა თანამშრომლობა, მეგობრობა, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა გადაწყვეტილებას მოჰყვება თავისი შედეგი. ასე თუ იქნება, ამ გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს. როგორც პარლამენტის წარმომადგენლებს, ჩვენ გვჯერა დემოკრატიის და ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოში ჩატარდება ნებისმიერი ზეგავლენისაგან თავისუფალი ღია და სამართლიანი არჩევნები, საქართველოს ხალხს ექნება საშუალება, დააფიქსიროს თავისი ნება და გააკეთოს თავისი არჩევანი“, – განაცხადა თომას ჰაკერმა.