“ცენტრებში განაწილებული აპლიკანტებიდან გამოცხადდა 79%-მდე აბიტურიენტი და 87%-ზე მეტი – მასწავლებლის გამოცდის მონაწილე” – გამოცდების ეროვნული ცენტრი

“მეორე სესიაზე აბიტურიენტები ფრანგული, გერმანული და რუსული ენების გამოცდას, ხოლო მასწავლებლის გამოცდებში მონაწილეები ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე, აზერბაიჯანული ენის გამოცდას აბარებენ”, – ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

“ცენტრებში განაწილებული აპლიკანტებიდან გამოცხადდა 79%-მდე აბიტურიენტი და 87%-ზე მეტი – მასწავლებლის გამოცდის მონაწილე.

ამ დროის მონაცემებით არ ყოფილა დაგვიანების არც ერთი შემთხვევა.

ხვალ მასწავლებლები ფიზიკის, მუსიკის, სომხური ენისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდას, ხოლო აბიტურიენტები ზოგადი უნარების გამოცდას ჩააბარებენ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას!”, – წერია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები