მეი უესტი – სკანდალური მსახიობი, რომელიც ამერიკის პირველი სექსსიმბოლო გახდა

ამ ქალის სახელი ერთ დროს სკანდალისა და თავისუფლების სინონიმი იყო. მას ყველა მამაკაცი ჭკუიდან გადაჰყავდა. მეი უესტი XX საუკუნის პირველ ნახევარში პირველი მსახიობი გახდა, რომელიც თამამად ეწეოდა სექსის პროპაგანდას თეატრსა და კინოში, რის გამოც, საზოგადო მორალის შეურაცხყოფისთვის, ციხეშიც კი მოხვდა.

Фотография: Мэй Уэст — скандальная актриса, ставшая первым секс-символом Америки №3 - BigPicture.ruამერიკის მომავალი სექსსიმბოლო დაიბადა ოჯახში, სადაც დედა მსახიობი იყო, ხოლო მამა – მოჭიდავე. მსახიობობისკენ ლტოლვა მეის ჯერ კიდევ ბავშვობიდან გაუჩნდა. 7 წლიდან ის უკვე სცენაზე გამოდიოდა, ხოლო 16 წლის ასაკიდან ვოდევილში იღებდა მონაწილეობას. მშობლებს არ შეეძლოთ გოგონას ამბოხებული სულისკვეთების შეკავება. ის მეორეხარისხოვან როლებს თამაშობდა, რასაც სასურველი წარმატება არ მოჰქონდა, ამიტომ რამდენიმე წლის შემდეგ მსახიობმა გადაწყვიტა, თავად დაეწერა პიესა და მთავარი როლიც შეესრულებინა.

მისი დებიუტი ბროდვეიზე 1926 წელს შედგა. მეი უესტმა სკანდალური პიესა „სექსი“ დადგა. პუბლიკა უკმაყოფილო იყო ასეთი დასახელების გამო, მაგრამ წარმოდგენის ბილეთები მაინც ელვისებურად იყიდებოდა. მეი ამ როლის შესასრულებლად სცენაზე 368-ჯერ იყო გამოსული, სანამ ერთხელაც პირდაპირ თეატრში არ მოვიდა პოლიცია და მსახიობი „უხამსი ქცევისა და ახალგაზრდების გარყვნისთვის“ არ დააპატიმრა.

აღშფოთებულმა ცოლებმა მაინც მიაღწიეს თავისას და მეის 10-დღიანი პატიმრობა მიესაჯა. თუმცა, მან თავისი მომაჯადოებელი ქარიზმა გამოიყენა და საკანში 7 დღეც კი არ გაუტარებია. საკნიდან მეი ყველაზე ცნობილ ამერიკელ მსახიობად გამოვიდა.

1932 წელს ჰოლივუდში მიიწვიეს. იქ გადაიღო ფილმი, რომელიც მის ცხოვრებას აღწერდა. სიუჟეტი სიღრმისეულობით არ გამოირჩეოდა. მსახიობი აგრძელებდა მომაჯადოებელი ქერათმიანის იმიჯის შექმნას. ცენზორები საგულდაგულოდ ამოწმებდნენ უესტის ფილმებს, ამიტომ მის ნამუშევრებში ბევრი ქვეტექსტი და მინიშნება იყო. ეს მის ფილმებს კომერციულად წარმატებულს ხდიდა. თავად მეი უესტი ამბობდა: „მე მწამს ცენზურა, მისი დახმარებით, მე ქონება მოვაგროვე“.

Фотография: Мэй Уэст — скандальная актриса, ставшая первым секс-символом Америки №8 - BigPicture.ru

მიუხედავად იმისა, რომ მეი უესტი საკმაოდ დაბალი და პუტკუნა იყო, ქალურობა და სექსუალურობა მის ნაკლოვანებებს ღირსებად აქცევდა. მიუხედავად ამისა, მსახიობი მაინც რაღაც ოინებს იყენებდა, რათა თავისი სიმაღლე დაემალა. ის 24-სანტიმეტრიანი ქუსლის მქონე ფეხსაცმელს ატარებდა, კაბები კი, იატაკამდე იშლებოდა. გარდა ამისა, სცენაზე უესტი ითხოვდა, რომ კოცნის სცენის დროს მსახიობები სცენის სპეციალურ ჩაღრმავებაში დამდგარიყვნენ. ასე ქალს არ უწევდა ზემოთ აწევა და არც მამაკაცებს უწევდათ ქვემოთ დახრა.

Фотография: Мэй Уэст — скандальная актриса, ставшая первым секс-символом Америки №9 - BigPicture.ru

როგორც ცნობილია, მისით მოხიბლულმა სალვადორ დალიმ შექმნა მთელი ოთახი, რომელიც მსახიობის სახის ფორმის გახლდათ. ყველაზე მგრძნობიარე საგანი მასში იყო დივანი, რომელიც უესტის ტუჩების ფორმის იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები