სამტრედიის N1 საჯარო სკოლის შენობის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული საგანმანათლებლო დაწესებულების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამა სამტრედიაში აქტიურად მომდინარეობს.

823 ბავშვზე გათვლილი სამტრედიის N1 საჯარო სკოლის შენობის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ და სამტრედიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა თინათინ ხარძიანმა. რეაბილიტაციის შედეგად სკოლა გახდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი. თავიდან გაილესა და ენერგოეფექტური მასალით შეიფუთა კედლები, გამოიცვალა გათბობის სისტემა, ეწყობა სველი წერტილები, შიდა სპორტული დარბაზი, გარე მოედანი და ფართი სკოლის ბუფეტისთვის. სრულიად ადაპტირდა შენობის შიდა და გარე პერიმეტრი სსსმ მოსწავლეთათვის, რაც გარემოს ხდის სრულად ინკლუზიურს.

,,სამუშაოების ვიზუალური დათვალიერებით ჩანს, რომ ყველაფერი მაღალი ხარისხით სრულდება. საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული პროგრამით ჩვენ უკვე დავასრულეთ მე-12 და ჩხენიშის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია. ასევე შეკეთდა მე-2 საჯარო სკოლასთან შერწყმული სკოლა ილორის დასახლებაში. საქარველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეს და კიდევ ბევრი სხვა პროექტია დაგეგმილი სამტრედიაში, რომლითაც შევძლებთ კეთილმოვაწყოთ და ავაშენოთ ახალი სკოლები”,- განაცხადა დავით ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები