“ჩვენი მთავარი მიზანია უსაფრთხოება, განვითარება, ეკონომიკური წინსვლა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა” – ბიძინა გიორგობიანი

„ჩვენი პრეზენტაცია იყო იმ ძირითადის სათქმელის გადმოცემა, რასაც ვფიქრობთ ვითარებაზე, რომელიც განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში შეიქმნა. უკვე არარეალურად ჩანს გარკვეული დოგმები, რაც შექმნილი იყო მთელი ამ ათწლეულების განმავლობაში, რომელიც არ და ვერ ხორციელდება და თანამედროვე პოლიტიკურ პროცესებში სხვა ხედვის, დისკუსიის შემოტანას საჭიროებს”, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ თანადამფუძნებელმა ბიძინა გიორგობიანმა ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, აუცილებლად გადასახედია ჩვენი მიმართება როგორც საგარეო პოლიტიკურ, ასევე, შემდგომ ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით.

“ამ შემთხვევაში, ძირითადი მამოძრავებელი იმპულსი იყო ის ფაქტი, რომელმაც ბოლო 20 წლის განმავლობაში მოგვიტანა თითქმის რაღაც დოგმად ქცეული დამოკიდებულება გარკვეულ სამხედრო ბლოკებზე, ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ კავშირებზე და, ფაქტობრივად, აკრძალული იყო და არის კიდეც განხილვა სხვა პოლიტიკური განვითარების გზის ან სხვა პარტნიორების მოძებნის. ამიტომ, საჭიროდ ჩავთვალეთ, გაგვეხსნა ეს დისკუსი, მოვაწყოთ შეხვედრები როგორც ევროპის კონტინენტის იმ სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან, რომლებიც არიან ან იყვნენ ნეიტრალურნი და გარემოებების გამო იძულებული გახდნენ, დაკავშირებოდნენ სხვადასხვა სამხედრო ბლოკს.

ჩვენი მთავარი მიზანია უსაფრთხოება, განვითარება, ეკონომიკური წინსვლა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ნეიტრალური სახელმწიფოს სტატუსს განვიხილავთ, როგორც ამის ინსტრუმენტს”, – განმარტა გიორგობიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები