ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრილ გუნდებს შორის ყველაზე დაბალი ანაზღაურება საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელს აღმოაჩნდა, ყველაზე მეტი კი ინგლისის მწვრთნელის ანაზღაურებაა
საფეხბურთო სტატისტიკების მთვლელი – Finance Football-ი ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრილი ყველა გუნდის მთავარი მწვრთნელის ყოველწლიურ სახელფასო ანგარიშს აქვეყნებს.
ყველაზე დაბალი ანაზღაურება საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლის აღმოაჩნდა – წელიწადში €200.000, ხოლო ყველაზე მეტი ინგლისის ნაკრების მწვრთნელს, გარეთ საუთგეიტს (€5.800.000).
გთავაზობთ სრულ ჩამონათვალს უცვლელად:
1. გარეთ საუთგეითი (ინგლისი) – €5.800.000
2. იულიან ნაგელსმანი (გერმანია) – €4.800.000
3. რობერტო მარტინესი (პორტუგალია) – €4.000.000
4. დიდიე დეშამი (საფრანგეთი) – €3.800.000
5. რონალდ კუმანი (ნიდერლანდები) – €3.000.000
6. ლუჩანო სპალეტი (იტალია) – €3.000.000
7. ვიჩენსო მონტელა (თურქეთი) – €1.800.000
8. მურათ იაკინი (შვეიცარია) – €1.600.000
9. რალფ რანგნიკი (ავსტრია) – €1.500.000
10. დომენიკო ტედესცო (ბელგია) – €1.500.000
11. ზლატკო დალიჩი (ხორვატია) – €1.500.000
12. დრაგან სტოიკოვიჩი (სერბეთი) – €1.400.000
13. ლუის დე ლა ფუენტე (ესპანეთი) – €1.250.000
14. სერგეი რებროვი (უკრაინა) – €1.250.000
15. კასპერ ჰიულმანდი (დანია) – €1.150.000
16. სილვინიო (ალბანეთი) – €750.000
17. მიხაელ პრობიერცი (პოლონეთი) – €560.000
18. სტივ კლარკი (შოტლანდია) – €550.000
19. ფრანჩესკო კალზონა (სლოვაკეთი) – €540.000
20. მარკო როსი (უნგრეთი) – €300.000
21. მატიაზ კეკი (სლოვენია) – €300.000
22. ივან ჰასეკი (ჩეხეთი) – €250.000
23. ედვარდ იორდანესკუ (რუმინეთი) – €240.000
24. ვილი სანიოლი (საქართველო) – €200.000
წყარო: SPORTLINE.GE