ისრაელმა ღაზაში დევნილთა ბანაკზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა – დაღუპულია სულ მცირე 29 ადამიანი(ფოტო)

ისრაელის მიერ ღაზაში დევნილთა ბანაკზე საჰაერო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 29 პალესტინელი დაიღუპა და ათობით დაიჭრა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ჰამასის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, დარტყმა ალ-ავდას სკოლის შესასვლელთან, ქალაქ აბასან ალ-კაბირაში, ქალაქ ხან იუნისის აღმოსავლეთით მოხდა.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ გამოიყენეს ზუსტი საბრძოლო მასალა „ჰამასის“ სამხედრო ფრთის ტერორისტების წინააღმდეგ, რომლებიც მათი თქმით, მონაწილეობდნენ ისრაელზე 7 ოქტომბერს განხორციელებულ თავდასხმაში.

თვითმხილველების თქმით, თავდასხმას მოჰყვა ფართო ნგრევა, რომელსაც ქალები და ბავშვები ემსხვერპლნენ.

ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ისრაელის სამხედროებმა მშვიდობიან მოქალაქეებს უბრძანეს, აბასან ალ-კაბირასა და აღმოსავლეთ ხან იუნისის სხვა რაიონებში ევაკუაციისკენ, რის გამოც ათიათასობით ადამიანი აღნიშნული მიმართულებისკენ გაიქცა.

”მათ თქვეს, რომ ეს უსაფრთხო ადგილი იყო – რომ იყო წყალი და საკვები, იყო სკოლები და ყველაფერი… უცებ კი რაკეტა ჩამოვარდა“, – განუცხადა 21 წლის აიმან ალ-დაჰმამ BBC-ს.

მისივე თქმით, იმ დროს, როდესაც რაკეტები ჩამოვარდა, აღნიშნულ ტერიტორიაზე დაახლოებით 3000-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები