ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში, ივნისის თვეში 1 172 ბენეფიციარს 268 648 ლარის დახმარება გაეწია

ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში, ივნისის თვეში 1 172 ბენეფიციარს 268 648 ლარის დახმარება გაეწია,- ამის შესახებ განცხადებას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

“164 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის 130 007 ლარი გამოიყო;
20 ბენეფიციარი მედიკამენტების შესაძენად 22 224 ლარით დაფინანსდა;
ონკოლოგიური დაავადებების მქონე 32 პაციენტი 24 824 ლარით დაფინანსდა;
109 მრავალშვილიანი ოჯახი 26 200 ლარით დაფინანსდა;
307 ოჯახი კომუნალური გადასახადებისათვის 11 400 ლარით დაფინანსდა;
100 წელს გადაცილებულ 2 მოქალაქეს 200-200 ლარი ჩაერიცხა;

ასევე, სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს შშმ პირებმა, დედ-მამით ობლებმა და სხვა.
აღსანიშნავია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში 25-მდე სოციალური პროგრამა ხორციელდება, რომელთა მთავარი მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის მატერიალური და სოციალური მდგომარეობის ხელშეწყობა და გაუმჯობესებაა”,- წერია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები