აშშ-მა ირანული ნავთობით ვაჭრობის 60-დღიანი ლიცენზია გასცა
აშშ-ის ხაზინამ ირანული ნავთობის წარმოების, მიწოდებისა და გაყიდვის ნებართვის მისაცემად 60-დღიანი დროებითი ზოგადი ლიცენზია გასცა, – ამის შესახებ აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა.
„შვეიცარიაში მიმდინარე პროდუქტიული მოლაპარაკებების შესაბამისად, ირანმა აიღო ვალდებულება, უზრუნველყოს თავისუფალი და ღია ტრანზიტი ჰორმუზის სრუტეში და დაუშვას საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს (IAEA) ინსპექტორებისთვის მის ქვეყანაში შესვლა“, – აღნიშნა ბესენტმა.
ლიცენზია გაიცა შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის 17 ივნისს ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის შესაბამისად. დოკუმენტის თანახმად, ხაზინა ვალდებულია გასცეს ნებართვა ირანული ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და მასთან დაკავშირებული მომსახურების ექსპორტზე მისი ხელმოწერისთანავე.