BBC: ლუიზიანასა და ტეხასის შტატებში ქარიშხლმა სულ მცირე, შვიდი ადამიანი იმსხვერპლა

აშშ-ში, ლუიზიანასა და ტეხასის შტატებში ქარიშხალ „ბერილის“ შედეგად, სულ მცირე, შვიდი ადამიანია დაღუპული, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ქარიშხალი „ბერილი“ აშშ-ის სამხრეთ ნაწილს რვა ივლისს დაატყდა თავს.

მათივე ინფორმაციით, სტიქიის გამო ჰიუსტონის აეროპორტიდან დაგეგმილი 1 100 ფრენა გაუქმდა, ხოლო ტეხასში 2,6 მილიონი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

აღსანიშნავია, რომ სპეციალისტებმა ქარიშხალს პირველი კატეგორია მიანიჭეს.

ინფორმაციისთვის, მანამდე ქარიშხალმა „ბერილმა“ კარიბის ზღვის აუზის სახელმწიფოებს გადაუარა, სადაც სტიქიას 10 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები