საფრანგეთში არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ, დედაქალაქსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში გამოსვლები დაიწყო.
პარიზში 8 000-მდე ადამიანი შეიკრიბა.
არეულობა რესპუბლიკის მოედანზე მოხდა – შედეგებით უკმაყოფილო მოქალაქეებმა პოლიციის პროვოცირება სცადეს. სამართალდამცავებმა კი დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.