ნორიოს გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
ნორიოს გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. თბილისისკენ მომავალი “დოჯის” მარკის ავტომობილის მძღოლმა, რომელშიც 6 ადამიანი იმყოფებოდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა. მომხდარის შედეგად ერთი მამაკაცი და ერთი ქალბატონი ადგილზე დაიღუპა, ხოლო დანარჩენები მძიმე მდგომარეობაში თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და სამაშველო სამსახურები. ხევიდან ავტომობილის ამოყვანა მხოლოდ სპეცტექნიკის დახმარებით მოხერხდა.