ნიკოლოზ სამხარაძე: მოლოდინი არ გვაქვს, რომ ევროპული საბჭოს დღევანდელი შეხვედრის შედეგად საქართველოს რაიმე სანქცია დაეკისრება

მოლოდინი არ გვაქვს, რომ ევროპული საბჭოს დღევანდელი შეხვედრის შედეგად საქართველოს რაიმე სანქცია დაეკისრება. იქნება კრიტიკული განცხადებები, რომელიც აქამდეც ყოფილა, თუმცა რაიმე ტიპის დაფინანსების შეწყვეტა არ იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

„ევროპული საბჭოს დღევანდელი შეხვედრიდან არ გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს რაიმე სანქცია დაეკისრება. თუმცა, კრიტიკული განცხადებები იქნება, აქამდეც იყო და ახლაც იქნება. არ ვფიქრობ, რომ რაიმე სერიოზული გადასინჯვა იყოს ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით. წინასაარჩევნო პერიოდში, როგორც წესი, მაღალი დონის კონტაქტები ძალიან იშვიათია, რადგან ასეთი კონტაქტები, შეიძლება ჩაითვალოს ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მხარდაჭერად. სექტემბერში და ოქტომბერში ნამდვილად არ ველოდებით მაღალი დონის ვიზიტებს საქართველოში ან შეხვედრებს, დაგეგმილიც არ იყო, რადგან წინასაარჩევნო პერიოდია“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები