ეკა სეფაშვილი: ჩვენ ვფიქრობთ, ამ კანონის საშუალებით გავავლოთ მკაფიო ზღვარი ლგბტ თემის წარმომადგენელთა უფლებების დაცვასა და პროპაგანდას შორის

ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის მიღება საჭირო გახდა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვხედავთ მსოფლიოში მიმდინარე და გაძლიერებულ ტენდენციას პროპაგანდასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ ვფიქრობთ, ამ კანონის საშუალებით გავავლოთ მკაფიო ზღვარი ლგბტ თემის წარმომადგენელთა უფლებების დაცვასა და პროპაგანდას შორის. ეს არის მკაცრად გასავლები ზღვარი, რომელსაც ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ საქართველოში, რათა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მომავალი და ახალგაზრდა თაობა მავნე ზეგავლენისგან. რაც შეეხება ვენეციის კომისიის დასკვნას, ვენეციის კომისიას შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ რეკომენდაცია გასცეს ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ეს უნდა გადაწყვიტოს ქართველმა ხალხმა და ქართველმა ხალხმა ძალიან დიდი ხანია მტკიცედ განაცხადა, რომ ოჯახი არის მხოლოდ და მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ერთობლივი კავშირით შექმნილი და არავითარ შემთხვევაში ერთნაირსქესიანთა კავშირი. ვენეციის კომისიის ამ მოწოდებას, რომ ეს დავაკანონოთ და ამგვარად ვაღიაროთ მათი უფლებები ქართველი ხალხის უმრავლესობისთვის მიუღებელია. არიან ისეთები, ვინც ასე არ ფიქრობენ, თუმცა ისინი უმცირესობაში არიან. ჩვენ მათი უფლებების დაცვას გავაგრძელებთ ისევე მაღალი სტანდარტით, როგორც აქამდე, მაგრამ პროპაგანდას ჩვენ მივიჩნევთ დაუშვებლად და ამ პროპაგანდის აკრძალვას ახლა სწორედ ამ კანონების მეშვეობით შევეცდებით“, – განაცხადა სეფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები