“ხომ გიხაროდათ, მამარდაშვილი საქართველოს კარს რომ იცავდა; ჩვენ ასეთი პოზიტიური გმირები არ ვართ, მაგრამ ჩვენც გვიწევს ჩვენი ქვეყნის დაცვა” – დავითულიანი

“გუშინ ხომ გიხაროდათ, მამარდაშვილი საქართველოს ნაკრების კარს რომ იცავდა, სამწუხაროდ, ჩვენ ასეთი პოზიტიური გმირები არ ვართ, მაგრამ ჩვენც გვიწევს ჩვენი ქვეყნის დაცვა, თორემ არაფერი გვირჩევნია რუსეთის გინებას და ევროპის ქებას”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ბექა დავითულიანმა ისაუბრა.

“სინამდვილეში, ყველას გვინდა დასავლეთში, უბრალოდ ვიღაცებს პასუხისმგებლობა გვაქვს. ვამბობთ, რომ გვესმის ეს ყველაფერი, მაგრამ შემოგვაქვს სხვა უსაფრთხოების გარანტიები – ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტებს ვაფორმებთ, შუა დერეფნის გახსნაზე ვმუშაობთ. ეს ყველას არ მოსწონს, არც ჩვენს მეგობრებს მოსწონთ”, – განუცხადა დავითულიანმა ჟურნალისტებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები