სოციალურ ქსელში ვრცელდება ეთნიკურად ოსი მამაკაცის მიმართვა, რომელიც თავის ქართველ მეგობარს მიმართავს:
“მე ოსი ვარ, მყავს ძალიან ახლო მეგობარი – ქართველია. თითქმის 20 წელია ვმეგობრობთ, 1-ელი კლასიდან.
2008 წელს, როდესაც ომის შემდეგ სკოლაში სასწავლებლად დავბრუნდი, ის არ მელაპარაკებოდა – ვფიქრობდი, რომ ის ცუდი ადამიანი იყო.
აღმოჩნდა, მას ეშინოდა, რომ მე მასთან მეგობრობა აღარ მომინდებოდა.
მან მე ასეთი ფრაზა მითხრა: რაში მჭირდება ეს მიწა, თუ შენ არ მეყოლებიო – მე შემიძლია იმავე გავიმეორო.
ჩვენ, ჩემო ძმაო, სწორედ ამიტომ ვართ უსახლკაროები – ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა.
მიუხედავად იმისა, რომ ათობით წელი გადის, ჩვენ შორის ვერანაირ ბარიკადებს ვერ აღმართავთ და ვერ დაგვაშორებთ – არ არსებობს ასეთი ბარიკადი და არ არსებობს არანაირი მიზეზი, რის გამოც მე ჩემს მეგობარს ზურგს შევაქცევ, რადგან ის მეგობარზე მეტია, ის ჩემი ძმა არის”, – აღნიშნავს ახალგაზრდა გავრცელებულ ვიდეომასალაში.