ისრაელსა და “ჰამასს” შორის ამოქმედებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაირღვა(ვიდეო)

ღაზის სექტორში 10 ოქტომბერს ამოქმედებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაირღვა.

ისრაელის სამხედრო საჰაერო ძალებმა ღაზის სამხრეთით, რაფაჰზე იერიში მიიტანეს.

გავრცელებული ცნობით, განკარგულება პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, ღაზის სექტორში დარტყმების შესახებ მას შემდეგ გასცა, რაც ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ „ტერორისტებმა რაფაჰში მათი ჯარების მიმართულებით ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა და ცეცხლსასროლი იარაღი ისროლეს“, რის შედეგადაც, ორი ჯარისკაცი დაიღუპა.

ანალოგიურ ბრალდებას ისრაელს ღაზის მმართველობაც უყენებს და აცხადებს, რომ საჰაერო დარტყმების შედეგად 6 პალესტინელი დაიღუპა, 7 კი დაშავდა.

“ჰამასმა” განაცხადა, რომ ის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ერთგული იყო, თუმცა ისრაელი დარღვევაში დაადანაშაულა და გააფრთხილა, რომ დარტყმებმა, შესაძლოა, „სიტუაცია სრული კოლაფსისკენ მიიყვანოს“.

ისრაელი აცხადებს, რომ ღაზას სექტორში დარტყმების შემდეგ ცეცხლის შეწყვეტას დაუბრუნდება.

“ახლა ამერიკის ზეწოლაა საჭირო, რათა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შენარჩუნდეს და ამ მიზნით ტრამპის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და მისი სიძე, ჯარედ კუშნერი მალე ისრაელში ჩავლენ”,- წერს “ბიბისი”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები