ვალეში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ჭაში კაცი დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაცია “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.