ქაშმირის გიგანტები – როგორ გამოიყურებოდნენ მაჰარაჯას უზარმაზარი მცველები
1903 წელს დელიში, ინდოეთში დარბარი ჩატარდა – მეფე ედუარდ VII-სა და დედოფალ ალექსანდრას კორონაციის პატივსაცემად გამართული ღონისძიება. დიდებული ლხინი მოაწყო ინდოეთის ვიცე-მეფემ, ლორდ კერზონმა, მაგრამ თავად ედუარდმა უარი განაცხადა ღონისძიებაში მონაწილეობაზე. გადაწყდა, რომ მასობრივი წარმოდგენა გაემართათ, რომელზეც ამერიკელმა მოგზაურმა და ფოტოგრაფმა, ჯეიმს რიკალტონმა ორი არასტანდარტულად დიდი და მაღალი მცველი შეამჩნია. მოგვიანებით, მათ საინტერესო დასახელება მიიღეს – ქაშმირის გიგანტები.
ერთ-ერთ მაჰარაჯას (ინდოეთში მთავრის უმაღლესი ტიტული), რომელიც ინდოეთის ქაშმირიდან მოვიდა ღონისძიებაზე, ორი გიგანტი მცველი ახლდა, რომელთა არ შემჩნევა შეუძლებელი იყო. მამაკაცები გოლიათებს ჰგავდნენ. ერთ-ერთის სიმაღლე 2,36 მეტრს შეადგენდა, მეორის – 2,23 მეტრს. სხვადასხვა წყაროს თანახმად, ისინი ტყუპი ძმები იყვნენ და მაჰარაჯასთან მსროლელებად მსახურობდნენ.
ღონისძიებაში, ასევე, მონაწილეობდნენ საერთაშორისო ჟურნალისტები და ფოტოგრაფები, რომელთაგან ერთ-ერთი გახლდათ ზემოხსენებული ჯეიმს რიკალტონი. მან პირველმა გაიცნო ეს გოლიათები. მისი წყალობით, ქაშმირის ძმების შესახებ მილიონობით ადამიანმა გაიგო.