დონალდ ტრამპი აშშ-ის ექვს გადამწყვეტ შტატში ჯო ბაიდენს მცირე უპირატესობით უსწრებს
- დონალდ ტრამპი აშშ–ის ექვს გადამწყვეტ შტატში ჯო ბაიდენს მცირე უპირატესობით ასწრებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული უნივერსიტეტი „ემერსონ კოლეჯი“ და გამოცემა „ჰილი“ თავიანთ სოციოლოგიურ გამოკითხვაზე დაყრდნობით ავრცელებენ.
გამოცემის ცნობით, სწორედ ეს ექვსი შტატი, სავარაუდოდ, გადაწყვეტს მომავალისაპრეზიდენტო არჩევნების შედეგს.
გამოკითხვების თანახმად, ტრამპი არიზონასა და ჯორჯიაში ბაიდენს 4%-ით პროცენტითასწრებს, ვისკონსინსა და ნევადაში – 3%-ით, პენსილვანიაში – 2%-ით, მიჩიგანში კი ტრამპი1%-ით ლიდერობს.
აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა უმრავლესობამ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპისა და ჯობაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ ბრალდებები არ იმოქმედებს მათ ხმებზე.