ომბუდმსენი: სახელმწიფომ დიდი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს, რომ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფლებში ჩვენი მოქალაქეები დავამაგროთ – ახალგაზრდებს გავუჩინოთ მოტივაცია, რომ ამ სოფლებში დარჩნენ

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, “2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ “ ანგარიში საოკუპაციო ზოლს მიღმა მცხოვრები მოქალაქეების მდგომარეობით იწყება როგორც ქართული მხარის კონტროლირებად, ისე არაკონტროლირებად ტერიტორიაზე.

ომბუდსმენის თქმით, “სახელმწიფომ ძალიან დიდი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს, რომ იქ, ჩვენი მოქალაქეები დავამაგროთ, ახალგაზრდებს გავუჩინოთ მოტივაცია, რომ ამ სოფლებში დარჩნენ”.

„ოკუპაცია და ადამიანები, რომლებიც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფლებში ცხოვრობენ, არის ყველაზე რთული სიტუაცია, რომელიც დღეს საქართველოს წინაშე დგას. სახელმწიფომ ძალიან დიდი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს, რომ იქ, ჩვენი მოქალაქეები დავამაგროთ, ახალგაზრდებს გავუჩინოთ მოტივაცია, რომ ამ სოფლებში დარჩნენ. მცოცავი ოკუპაცია არ შეჩერებულა. პერიოდულად ეს გრძელდება და სადაც არ არიან ჩვენი მოქალაქეები, სამწუხაროდ იქ უფრო მარტივად ხდება ე.წ. საზღვრის გადმოწევა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ადგილზე, ამ ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას მეტი ყურადღება სჭირდება“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა “ქრონიკის” ეთერში.

სახალხო დამცველმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს „2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი ანგარიში წარუდგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები