დავით ქართველიშვილი: როდესაც მეკითხებიან: „რას ფიქრობთ საქართველოსთვის გამოცხადებულ სანქციებზე” – ვპასუხობ, დაიკიდეთ მეთქი, ვინ რა სისულელეს იტყვის, ყველაფერს როდი დაეჯერება

„ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში მეთიუ მილერის ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ ამ ვიდეოში  მილერი საზოგადოებას ვიეტნამის ომში ამერიკის გამარჯვებაზე საუბრობს.  ქართველიშვილი წერს, რომ ვიდეოს გამოქვეყნება გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში დაიბლოკა ადრე გამოქვეყნებული ვიდეო, სადაც თეთრი სახლის პრესსპიკერი კარინ ჟან-პიერი ამბობდა, რომ ამერიკელებმა და უკრაინელებმა ომში სტალინი და ჰიტლერი დაამარცხეს. 

„ხალხის ძალის” წევრი ვიდეოების გამოქვეყნების ექსპერიმენტის გაგრძელებას ხსნის იმით, რომ ყველა აბსურდული განცხადება, მათ შორის ვიდეოებში გაჟღერებული, არ არის ყურადღების ღირსი, ისევე როგორც არ არის საჭირო რეაგირების მოხდენა  მაგალითად, საქართველოსათვის სანქციების დაწესების გადაწყვეტილებაზე.
„ამას წინათ თეთრი სახლის პრესსპიკერის კარინ ჟან-პიერის ვიდეო დავდე, სადაც ის დამარცვლებით იძახის, რომ ამერიკელებმა და უკრაინელებმა ომში სტალინი და ჰიტლერი დაამარცხესო. ეს ვიდეო დამიბლოკეს – დაუზუსტებელ “კონტენტს” შეიცავსო. ანუ, საკუთარი “დაუზუსტებელის” გამო ვიდეო  მე დამიბლოკეს.
ვაგრძელებ ამ სახალისო ექსპერიმენტებს. დღეს კარინ ჟან-პიერის კოლეგის, მეთიუ მილერის ვიდეოს ვდებ, რომელშიც მან გვამცნო, რომ ამერიკამ ომში ვიეტნამი დაამარცხა. ამიტომ, ამ მხიარული სპიკერების ფონზე როდესაც მეკითხებიან: “რას ფიქრობთ საქართველოსთვის გამოცხადებულ სანქციებზე” – ვპასუხობ, დაიკიდეთ მეთქი, ვინ რა სისულელეს იტყვის, ყველაფერს როდი დაეჯერება,” –  წერს  დავით ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები