ბარსელონაში მოკლულ 33 წლის ნათია გულბანს საქართველოში ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გადმოასვენებენ

ესპანეთში, ბარსელონაში მოკლული 33 წლის ქართველი, ნათია გულბანი სამშობლოში ამ დრომდე არ გადმოუსვენებიათ.

როგორც „კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პროცესში ჩართულია საქართველოს საკონსულო, რომელიც ადგილობრივ საგამოძიებო უწყებებთან კონტაქტზეა.
ახალგაზრდა ქალის ცხედარს სამშობლოში მას შემდეგ გადმოასვენებენ, რაც ესპანური მხარე შესაბამის პროცედურებს დაასრულებს.

ბარსელონაში 33 წლის ქართველი ქალი 2 ივნისის საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან გადმოვარდა.

მკვლელობის ბრალდებით, მისი მეუღლე 32 წლის მამაკაცია დაკავებული, რომელიც თვითმხილვევლთა ინფორმაციით მიმალვას ცდილობდა, თუმცა ადგილობრივებმა მისი დაკავება შეძლეს და სამართალდამცველებს გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები