მეტროს ლიანდაგში ჩავარდნილი მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

მოქალაქის, რომელიც მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე ლიანდაგებში ჩავარდა, ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

ცნობისთვის, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. მოქალაქე ლიანდაგებიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ამოიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები