იგორ კლიმენკო: ათობით სამხედრო ასაკის მამაკაცი ყოველდღიურად ცდილობს უკრაინის უკანონოდ დატოვებას – ევროკავშირთან მათ დაბრუნებაზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ

ათობით სამხედრო ასაკის მამაკაცი ყოველდღიურად ცდილობს უკრაინის უკანონოდ დატოვებას, – ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ კლიმენკომ განაცხადა.

მინისტრის თქმით, უკრაინა აწარმოებს მოლაპარაკებებს ევროკავშირის ქვეყნებთან იმ მოქალაქეების დაბრუნებაზე, რომლებმაც ქვეყანა არალეგალურად დატოვეს.

„ჩვენ კონსულტაციებს ვაწარმოებთ ევროკავშირიდან კოლეგებთან. რა თქმა უნდა, ევროკავშირის თითოეული ქვეყანა მოქმედებს ევროკომისიის კანონებისა და წესების მიხედვით, ამიტომ ეს მოლაპარაკებები მომავალშიც გაგრძელდება – ჩვენი მოქალაქეების შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით, თუ მათ საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს“, – განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ამასთან, კითხვაზე, აქვს თუ არა ევროკავშირს ერთსულოვანი პოზიცია, არ დააბრუნოს ეს ადამიანები უკრაინაში, მინისტრმა უპასუხა: „უმეტესწილად“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები