ჯოზეფ ბორელი: გვაქვს შეთანხმება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტზე

გვაქვს შეთანხმება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტზე, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მან  აღნიშნა, სანქციების მიზანია, რომ პუტინის მთავრობისთვის აგრესიული ომის წარმოება უფრო რთული გახადოს.

„გვაქვს შეთანხმება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტზე, ინდივიდუალური და სექტორული ზომების ძლიერ კომპლექტზე, რომელმაც ძირი უნდა გამოუთხაროს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ძალისხმევებს.

ის სამიზნეში იღებს: სამხედრო-სამრეწველო თავდაცვით კომპლექსს; ფინანსურ სერვისებს; ენერგეტიკის სფეროს; სანქციებისთვის გვერდის ავლას; ომის დანაშაულებს, მათ შორის სუბიექტებს, რომლებიც ჩართულნი არიან უკრაინელი ბავშვების დეპორტაციაში.

ამ სანქციების მიზანია პუტინის მთავრობისთვის უფრო რთული გახადოს თავისი აგრესიული ომის წარმოება.

ევროკავშირი ერთგული რჩება უკრაინისადმი თავის მხარდაჭერაში”, – წერს ბორელი X-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები