გიორგი ნემსაძე: იმედის მომცემი თამაში ჩაატარა საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან – მოვიდა თაობა, რომელმაც თავისი სიტყვა უნდა თქვას

მოვიდა თაობა, რომელმაც თავისი სიტყვა უნდა თქვას. მართლა ნიჭიერი თაობაა. იმედის მომცემი თამაში ჩაატარა საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრებისა და „დინამო თბილისის“ ყოფილმა კაპიტანმა, გიორგი ნემსაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„გულშემატკივარმა დღეს რომ მოითხოვოს ქვეჯგუფიდან გასვლა, ამასაც თავისი დრო აქვს – მერწმუნეთ. თურქებთან პირველი 25 წუთი იმიტომ გაგვიჭირდა, რომ ადაპტაციაა საჭირო. სადაც პირველ ნაბიჯებს დგამს, იქ ყოველთვის აუცილებელია ადაპტაცია, ამიტომ დაგვჭირდა 25 წუთი, მაგრამ შემდეგ დარჩენილი წუთები მართლა სასიამოვნო სანახავი იყო“, – აღნიშნა გიორგი ნემსაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან განსხვავებული ფეხბურთი ითამაშა.

„როცა ქართულ ფეხბურთს რაღაცისთვის მიუღწევია, ზუსტად ასეთი ხასიათის ფეხბურთს თამაშობდნენ, 1981 წელსაც, ასევე, როცა საბჭოთა კავშირის ჩემპიონები გახდნენ. დაახლოებით ერთი ხელწერაა და ეს მოდის გულშემატკივრებისგან. გულშემატკივარი რა დაკვეთასაც აკეთებს, ზუსტად იმ დაკვეთით თამაშობენ ფეხბურთელებიც“, – აღნიშნა გიორგი ნემსაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები