„ჰამასის“ მაღალჩინოსანი დანიელ ჰაგარის განცხადებაზე: ეს იმის აღიარებაა, რომ ისრაელმა უკვე მარცხი განიცადა

„ჰამასის“ პოლიტბიუროს წევრის, ღაზი ჰამადის განცხადებით, ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადება, რომ „ჰამასის“ აღმოფხვრა შეუძლებელია, იმის აღიარებაა, რომ „ისრაელმა უკვე მარცხი განიცადა“.

მისივე შეფასებით, ჰაგარის განცხადება „გულწრფელი აღიარებაა“.

„ეს შეცვლის ისტორიის კურსს და დაარწმუნებს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ მოძრაობა „ჰამასი“ დარჩება პოლიტიკურ ასპარეზზე და იქნება სოციალური სტრუქტურისა და წინააღმდეგობის სტრუქტურის მუდმივი ნაწილი“, – აღნიშნა „ჰამასის“ პოლიტბიუროს წევრმა.

ინფორმაციისთვის, ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, „ჰამასის“ აღმოფხვრა შეუძლებელია.

„ჰამასის“ განადგურების, „ჰამასის“ გაქრობის საქმე – უბრალოდ საზოგადოების თვალში ნაცრის შეყრაა. „ჰამასი“ არის იდეა, „ჰამასი“ არის პარტია. ის ხალხის გულებშია ფესვგადგმული – ვინც ფიქრობს, რომ ჩვენ შეგვიძლია „ჰამასის“ აღმოფხვრა, ცდება,“ – განაცხადა დანიელ ჰაგარიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები