“ვეძებთ მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე” – 17 წლის ლიზი გიორგაძეს ოჯახი ეძებს

საქართველოს მასშტაბით 17 წლის ლიზი გიორგაძეს ეძებენ.

ამის შესახებ ფეისბუკმომხმარებელი, მაია მიქელაძე სოციალურ ქსელში წერს.

“SOS… მეგობრებო, ყველას, ნაცნობს და უცნობს, ყველას გთხოვთ, გააზიაროთ ეს პოსტი.

დაიკარგა 17 წლის ლიზი გიორგაძე, ვეძებთ მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე. თუკი ვინმეს ეცნობა ან რაიმე ინფორმაციას ფლობს, თუნდაც მარშუტით იმგზავრა მასთან ერთად ქობულეთიდან თბილისამდე, ყველას გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია, მცირედიც კი დიდი იმედია ოჯახისთვის.

წინასწარ ყველას დიდი მადლობა, გთხოვთ, გადააზიაროთ, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა რომ ნახოს”, – წერია პოსტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები