ბობ დილანის და მისი მეგობრების უცნობი ფოტოები
ერთხელ, 1975 წელს, ღამის 3 საათზე ფოტოგრაფ კენ რეგანის ტელეფონის ხმა გაისმა. გვიან ღამით მას მუსიკალურმა პროდიუსერმა, ბარი იმჰოფმა დაურეკა და სთხოვა, Rolling Thunder Revue-ს საკონცერტო ტურნე გადაეღო. მაშინ რეგანი დაიბნა და პროდიუსერს ვერაფერი უპასუხა. უეცრად ხაზის მეორე ბოლოში თავად დილანის ხმა გაისმა, რომელმაც დაადასტურა, რომ სურდა, კენი ერთადერთი ფოტოგრაფი გამხდარიყო, ვინც ტურს გადაიღებდა.
მეორე დღის საღამოს რეგანი უკვე სტუდიაში იყო, სადაც მუსიკოსი რეპეტიციას გადიოდა. იმავე წლის მარტში Ormond Yard Press-მა ლიმიტირებული გამოცემა გამოუშვა ფოტოებით, რომელთაგან უმრავლესობა პრესაში არ იყო გამოქვეყნებული.