„არაერთხელ გვისაუბრია გლობალური ომის პარტიის ინტერესებზე, რომლებიც გააჩნია საქართველოს მიმართ და ეს ინტერესები არ არის კავშირში ჩვენი მოქალაქეების ინტერესებთან” – რატი იონათამიშვილი

„ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია გლობალური ომის პარტიის პირდაპირ ინტერესებზე, რომლებიც გააჩნია საქართველოს მიმართ და ეს ინტერესები საერთოდ არ არის კავშირში ჩვენი მოქალაქეების ინტერესებთან. ამ ჯგუფისთვის არ არის მისაღები, რომ საქართველოში არ არის მორჩილი და რეზიდენტი ხელისუფლება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს ჯგუფი არ გამოხატავს იმ ოფიციალურ პოზიციებს, რაც, პირველ ყოვლისა, უნდა იყოს მეგობრობისთვის აუცილებლად”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა ისაუბრა.

“დარწმუნებული ვარ, ის განწყობები, რომლებიც არსებობს ქალბატონი ელჩის მიმართ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს მოქალაქეებში, იქნება ერთ-ერთი საფუძველი იმისა, რომ ისეთი არაობიექტური და უსამართლო შეფასებები, რომლებიც გვქონდა აქამდე, აღარ იქნება დღის წესრიგში და ყველას მოუწევს სიმართლისთვის თვალის გასწორება, როგორც მოხდა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით”, – ისაუბრა იონათამიშვილმა “დღის ქრონიკაში”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები