ათენის მახლობლად ტყის ხანძარს ებრძვიან

საბერძნეთში, ათენის მახლობლად ტყის ხანძრის რამდენიმე კერა გაჩნდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, თავდაპირველად ხანძარი დილის საათებში სამ დასახლებულ პუნქტთან გაჩნდა – მარკოპოულოსთან, კარისტოსთან და კუნძულ ნაქსოსზე.

მეხანძრეებმა ცეცხლის ლიკვიდაცია შეძლეს.

ნაქსოსში, დაუდევრობით ხანძრის გაჩენაში ეჭვმიტანილი, ადგილობრივი მცხოვრები დააკავეს.

ამასთან, ამ დროისთვის ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ ქოროფისა და კიტწის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, სადაც ცეცხლმა საცხოვრებელ კორპუსებამდე მიაღწია და რამდენიმე ეზო მოიცვა.

ცეცხლის გავრცელებას ხელს ძლიერი ქარი უწყობს.

ხანძრის ზონებიდან ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები