“ეს იყო ისეთი მატჩი, რომლის დროსაც გუნდი მთლიანად იზრდება, უფრო მეტად ძლიერი ხდება, ვიდრე მატჩამდე იყო” – იონათამიშვილი

„მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა ჩვენს ბიჭებს თავგანწირვისთვის და თავდადებისთვის, რაც გუშინ მთელს ევროპას და მსოფლიოს დაანახვეს ჩვენი ქვეყნის, საქართველოს სახელით”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა “დღის ქრონიკაში” ისაუბრა.

“ეს იყო ისეთი მატჩი, რომლის დროსაც გუნდი მთლიანად იზრდება, უფრო მეტად ძლიერი ხდება, ვიდრე მატჩამდე იყო და ეს სიძლიერე, დარწმუნებული ვარ, ამავე ევროპის ჩემპიონატზე გამოჩნდება. ჯერ არაფერია გვიან. წინ გვაქვს ორი თამაში და დარწმუნებული ვარ, ზუსტად ამ მიდგომით, ამ შემართებით, პატრიოტიზმითა და პროფესიონალიზმით ჩვენი ბიჭები შეძლებენ გულშემატკივრის გახარებას უკვე არა მხოლოდ ქართველი, არამედ საერთაშორისო მასშტაბით”, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები