რუსეთმა და ჩრდილოეთ კორეამ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გააფორმეს

რუსეთმა და ჩრდილოეთ კორეამ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გააფორმეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

როგორც ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, დოკუმენტი მრავალი წლის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების საფუძველი იქნება.

ინფორმაციისთვის, სტრატეგიული პარტნიორობის ახალი დოკუმენტი 1961 წლის მეგობრობისა და ურთიერთდახმარების შეთანხმებას, 2000 წლის მეგობრობისა და კეთილმეზობლობის შეთანხმებას და 2000 და 2001 წლის მოსკოვისა და ფხენიანის დეკლარაციას ჩაანაცვლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები