“თუ აქ ამერიკელები ჩადებენ ფულს, ამას მხოლოდ მივესალმებით, აქ ორი აზრი არ არსებობს” – ღუდუშაური

“ჩვენი გულისტკივილია და გნებავთ, პრეტენზია დავარქვათ, რომ ორმაგი სტანდარტი კარგი არ არის, მით უმეტეს, გლობალურ პოლიტიკაში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა ისაუბრა.

“განცხადება იყო, რომ მოლდოვამ ჩინეთთან ურთიერთობა უნდა გააღრმაოს ეკონომიკური კუთხით და არა მხოლოდ. ასეთ ფონზე ვერ მოვისმინეთ არათუ არანაირი კრიტიკა, არამედ რაიმე ერთი განცხადებაც, რომ ვინმეს მოლდოვისთვის თითი დაექნია და ეთქვა, როგორ წარმოუდგენია ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავება. საქართველო ცდილობს, რომ ჩინეთთან ურთიერთობა იმ სტანდარტით ჰქონდეს, რაც მასთან წამყვან ქვეყნებს აქვთ.

რაც შეეხება ინვესტიციებს, იმედია, ელჩი განსაკუთრებულ როლს შეიტანს იმაში, რომ საქართველოში ამერიკული ინვესტიციები შემოვიდეს. თუ აქ ამერიკელები ჩადებენ ფულს, ამას მხოლოდ მივესალმებით, აქ ორი აზრი არ არსებობს”, – განაცხადა ღუდუშაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები