ისრაელში მთავრობის შეცვლის მოთხოვნით ათასობით მომიტინგე შეიკრიბა

ისრაელში, ქნესეთის შენობასთან მთავრობის შეცვლის მოთხოვნით ათასობით ადამიანი შეიკრიბა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, მოქალაქეებმა ახალი მთავრობის დანიშვნა და პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომა მოითხოვეს.

„რვა თვეზე მეტია, მძევლები ღაზის სექტორში იმყოფებიან და ჩვენ, ფაქტობრივად, არაფერს ვაკეთებთ მათ დასაბრუნებლად“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აღსანიშნავია, რომ მომიტინგეები „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლაში ნეთანიაჰუს გადაწყვეტილებებს აკრიტიკებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები