იენს სტოლტენბერგი: მარკ რუტე ნატოს ხელმძღვანელის პოსტზე ძალიან ძლიერი კანდიდატია
ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე ალიანსის ხელმძღვანელის პოსტზე ძალიან ძლიერი კანდიდატია.
სტოლტენბერგმა დასძინა, რომ რუტეს პრემიერ-მინისტრად მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.
„ამიტომ მტკიცედ მჯერა, რომ ძალიან მალე ალიანსი გადაწყვეტს ჩემი მემკვიდრის საკითხს“, – აღნიშნა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, რომ ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ალიანსის ხელმძღვანელის პოსტზე ყოფნის ვადა 1-ელ ოქტომბერს დაუსრულდება.