ლუკა ლოჩოშვილი: რთული თამაში გამოვიდა, შემდეგ თამაშებში შევეცდებით, რომ უკეთესად წარმოვაჩინოთ თავი

შემდეგ თამაშებში შევეცდებით, რომ უკეთესად წარმოვაჩინოთ თავი და მაქსიმალური გავაკეთოთ, რომ წარმატებული შედეგი დავდოთ, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა, ლუკა ლოჩოშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თამაშიდან გამომდინარე საქართველოს ნაკრები უკეთეს შედეგს იმსახურებდა, თუმცა პირველი თამაში ყოველთვის უფრო ძნელია.

„რთული თამაში გამოვიდა, პირველი წუთები ოდნავ იგრძნობოდა ნერვიულობა, რადგან ასეთ დიდ ტურნირზე პირველი თამაში იყო ჩვენი. ვფიქრობ, რაც დრო გავიდა, თამაშში შევედით, ჩვენი სახე წარმოვაჩინეთ და ვფიქრობ, რომ თამაში გავათანაბრეთ და ბოლო წუთებში უკვე აქტიურად ვცდილობდით გათანაბრებას. ვფიქრობ, რომ თამაშიდან გამომდინარე, უკეთეს შედეგს ვიმსახურებდით და რა თქმა უნდა, ეს იმედგაცრუების გრძნობა არის, მაგრამ პირველი თამაში ყოველთვის უფრო ძნელია და შემდეგ თამაშებში შევეცდებით, რომ უკეთესად წარმოვაჩინოთ თავი და მაქსიმალური გავაკეთოთ, რომ წარმატებული შედეგი დავდოთ“, – განაცხადა ლოჩოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები