ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსა და თურქეთს შორის საფეხბურთო მატჩი მიმდინარეობს

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე თავის სადებიუტო შეხვედრას მართავს.

ეროვნული ნაკრების მეტოქე თურქეთია. დღევანდელი მატჩი გერმანიის ქალაქ დორტმუნდში მიმდინარეობს.

შეხვედრის დაწყებამდე შესრულდა საქართველოსა და თურქეთის ჰიმნები.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში არიან: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, დვალი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი, წიტაიშვილი, ჩაკვეტაძე, მიქაუტაძე, კვარაცხელია.

თურქეთის შემდეგ ტურნირზე ჩვენი ნაკრების მეტოქე ჩეხეთი იქნება, რომელსაც საქართველო 22 ივნისს შეხვდება. ჯგუფური ეტაპის ფინალურ შეხვედრას კი ჩვენი გუნდი 26 ივნისს, პორტუგალიასთან გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები