“ზურაბიშვილმა ფეხბურთი არ იცის, სამწუხაროდ, მას არც გუნდურობა სცოდნია” – ოდიშარია

“გასაგებია ჩემთვის, რომ სალომე ზურაბიშვილმა ფეხბურთი არ იცის. სამწუხაროდ, მას არც გუნდურობა სცოდნია”, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ პრეზიდენტ ზურაბიშვილის განკარგულება, რომლის მიხედვითაც ღირსების ორდენზე პრემიერმინისტრის მიერ წარდგენილი თავდაპირველი სია არასრული შემადგენლობით გამოქვეყნდა.

“მე ასე ვიტყოდი, სიიდან ამოყარა ადამიანები, რომელთა ზურგითაც, ბიჭებთან ერთად, აქამდე მოვედით და მოვიდა ეს უზარმაზარი წარმატება. დაიკარგა მათი ღვაწლი, სამაგიეროდ, აღიარა ბაია პატარაია, გაურკვეველი დამსახურებისთვის”, – განმარტა ოდიშარიამ.

ცნობისთვის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ მიუღებელია გუნდის წევრების დაყოფა და მათი დამსახურების არათანაბარ პირობებში ჩაყენება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები