“მსოფლიო ბანკის თუ სავალუტო ფონდის დასკვნებიდან ვციტირებ: საქართველო თავისი გონივრული და პრაგმატული პოლიტიკით ინარჩუნებს მდგრად ეკონომიკურ განვითარებას” – ირაკლი კირცხალია

„მონაცემები რომ განვიხილოთ, მსოფლიო ბანკის თუ სავალუტო ფონდის, მათი დასკვნებიდან ვციტირებ: საქართველო თავისი გონივრული და პრაგმატული პოლიტიკით ინარჩუნებს მდგრად ეკონომიკურ განვითარებას”,  – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ “ქრონიკასთან” ისაუბრა.

“ყველამ კარგად ვნახეთ, რა მოხდა ევროპარლამენტის არჩევნებზე, რამხელა წამყვან ქვეყნებში დაინიშნა რიგგარეშე არჩევნები. კარგად ვხედავთ, რა ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, წინასაარჩევნო პერიოდია და ვერ ვიტყოდი, რომ მოვლენები რბილად და ხავერდოვნად მიმდინარეობს. რეალურად შეხედულებებიც იცვლება როგორც ევროპაში, ისე ამერიკაში. ის კითხვები, რომლებიც ჩვენს მეგობრებთან და პარტნიორებთან ლეგიტიმურად გვიჩნდებოდა, სტატუსთან თუ მოლაპარაკებების გახსნასთან მიმართებით, ეს კითხვები უკვე მათთან, შიგნით ქვეყნებში ჩნდება. მჯერა, რომ მოვლენ ძალები, შეჯერდებიან ევროპარლამენტშიც, საბჭოშიც, კომისიებშიც, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, რომ საჭიროა პრაგმატული მიდგომები. ამ პრაგმატულ მიდგომებს ჩვენი ქვეყანა 2020 წლიდან აკმაყოფილებს“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები